დეკლარაცია

მცირე ბიზნესის დეკლარაცია — დროზე და ზედმეტი საქმის გარეშე

AIsaqme აგროვებს თვის ბრუნვას, ამზადებს დეკლარაციის პროექტს და გახსენებთ ვადამდე 2 დღით, 1 დღით ადრე და ვადის დღეს — ელფოსტით ან Telegram-ით.

2026 წლის 7 მარტიდან ჩაუბარებელი დეკლარაცია ნულოვნად აღარ ითვლება — ჯარიმის რისკი ნულოვან თვეზეც არის.
  1. 1

    შემოსავალი

    ბანკის ამონაწერი, ნაღდი ან ერთი თანხა Telegram-ში.

  2. 2

    შემოწმება და დადასტურება

    AIsaqme ამზადებს პროექტს — თქვენ ამოწმებთ და ადასტურებთ.

  3. 3

    ჩაბარება RS.ge-ზე

    მზა თანხებით, კოპირების ღილაკებით.

დაიწყეთ

AIsaqme · Telegram

გამარჯობა! ოქტომბრის ბრუნვა AIsaqme-ს მიხედვით: 8 750 ₾. სწორია?

✅ სწორია

ოქტომბერი: ბრუნვა 8 750 ₾, გადასახადი 87.50 ₾. ვადა: 16.11.2026. დაადასტურებთ?

✅ ვადასტურებ

დადასტურებულია. თანხები მზადაა RS.ge-ზე ჩასაბარებლად.

თანხები გამოგონილია

ხშირი კითხვები

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდივიდუალურ მეწარმეს (1%-იანი გადასახადი). დეკლარაციაში აღირიცხება თვის ბრუნვა და გადასახადი.

საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით. თუ 15 რიცხვი დასვენების ან უქმე დღეა, ვადა მომდევნო სამუშაო დღეზე გადადის — AIsaqme ამას ავტომატურად ითვალისწინებს.

დიახ, ნულოვანი თანხით. 2026 წლის 7 მარტიდან ჩაუბარებელი დეკლარაცია ნულოვნად აღარ ითვლება: წარუდგენლობა სამართალდარღვევაა და ჯარიმა ნულოვან თვეზეც შეიძლება დაგეკისროთ.

აგროვებს თვის შემოსავალს ბანკის ამონაწერიდან, ნაღდი ჩანაწერებიდან და თქვენი შესწორებებიდან, ამზადებს დეკლარაციის პროექტს RS.ge-ის ფორმის უჯრების ნომრებით და გახსენებთ ვადამდე 2 დღით, 1 დღით ადრე და ვადის დღეს — ელფოსტით ან Telegram-ით.

დეკლარაციაზე პასუხისმგებელია გადასახადის გადამხდელი — თქვენ. AIsaqme პროექტს ამზადებს თქვენ მიერ შეყვანილი და ატვირთული მონაცემებით, ამიტომ გაგზავნამდე გადაამოწმეთ. თუ საწყისი მონაცემი (თანხა, ამონაწერი) არასწორია, პროექტიც არასწორი იქნება — ამაზე AIsaqme პასუხს ვერ აგებს.

დიახ. პროექტს ჩაბარებამდე ხედავთ და ამოწმებთ. ჩაბარების შემდეგ ატვირთეთ RS.ge-ის PDF — AIsaqme უჯრებს თქვენს პროექტს შეადარებს და შეუსაბამობას მონიშნავს.

ჩაბარება RS.ge-ზე ხდება, თქვენი ავტორიზაციით. AIsaqme გაძლევთ მზა რიცხვებს კოპირების ღილაკებით და ნაბიჯებს — დაახლოებით 5 წუთი.

დეკლარაციისთვის — არა. RS.ge-თან კავშირი AIsaqme-ში მხოლოდ თანამშრომლების რეესტრისთვის გამოიყენება და მხოლოდ თქვენი არჩევით.

500 000 ₾-ს ზემოთ ნაწილი 3%-ით იბეგრება. თუ ზღვარს ზედიზედ ორ წელს გადააჭარბებთ, მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება. AIsaqme წლის ბრუნვას ზოლით აჩვენებს და ზღვრის მოახლოებისას გაფრთხილებთ.

თუ ნებისმიერი ზედიზედ 12 თვის ბრუნვა 100 000 ₾-ს გადააჭარბებს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია სავალდებულოა — განაცხადი გადაჭარბებიდან 2 სამუშაო დღეში უნდა შეიტანოთ. AIsaqme ამ ზღვარსაც ითვლის.

AIsaqme უცხოურ ვალუტას ეროვნული ბანკის იმ დღის კურსით გადაიყვანს ლარში. თუ შემთხვევა სცდება სტანდარტულს (რამდენიმე საქმიანობა, გათავისუფლებული შემოსავალი), პროექტი ბუღალტერთან გადაამოწმეთ.

„ანგარიში და ტარიფი“ → „გამოწერის გაუქმება“. გადახდილი პერიოდი ბოლომდე მოქმედებს და მონაცემები არ იშლება.

წყარო: საქართველოს საგადასახადო კოდექსი და ფინანსთა მინისტრის №999 ბრძანება (2026 წლის ცვლილებებით). ინფორმაციისთვის — დაზუსტეთ ბუღალტერთან.