პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი — №3144-XIმს-Xმპ, მიღებულია 2023 წლის 14 ივნისს, ძალაშია 2024 წლის 1 მარტიდან.
სარჩევი
- 1. ვინ ამუშავებს მონაცემებს
- 2. მონაცემთა კატეგორიები
- 3. დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები (მუხლი 5)
- 4. მხარეთა როლები
- 5. მონაცემთა მიმღებები
- 6. მონაცემთა გადაცემა სხვა სახელმწიფოში
- 7. შენახვის ვადები (მუხლი 4)
- 8. მონაცემთა სუბიექტის უფლებები (მუხლები 13–14)
- 9. გასაჩივრების უფლება
- 10. უსაფრთხოება და ინციდენტები
- 11. ქუქი-ფაილები
- 12. ასაკობრივი შეზღუდვა
- 13. ხელოვნური ინტელექტი და Google API
- 14. პოლიტიკის ცვლილება
1. ვინ ამუშავებს მონაცემებს
შპს გუდსვან (ს/კ 402318586), თბილისი, საქართველო, info@aisaqme.io. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე საკონტაქტო პირი: დიმიტრი გუგავა ან საკონტაქტო ფორმა (/contact).
საკონტაქტო ფორმა2. მონაცემთა კატეგორიები
- ანგარიშის მონაცემები: სახელი, გვარი, ელფოსტა, კომპანიის დასახელება, სამართლებრივი ფორმა და საიდენტიფიკაციო კოდი; ანგარიშის პაროლი ინახება ჰეშირებული სახით; Google-ით შესვლისას — ანგარიშის სახელი, ელფოსტა და პროფილის სურათი;
- Google Drive-ის დაკავშირებისას: Google ანგარიშის ელფოსტა და დაშიფრული წვდომის (OAuth) ტოკენი;
- RS.ge-ს მომხმარებლის სახელი და პაროლი — დაშიფრული, მხოლოდ RS.ge-ზე ავტორიზაციისთვის; დროებითი წვდომის ტოკენი;
- კომპანიისა და კონტრაგენტის რეკვიზიტები, მისამართი და საბანკო ანგარიში;
- თანამშრომლების მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი ან შიდა კოდი, თანამდებობა, ანაზღაურება, დაწყების თარიღი და სამუშაო სტატუსი; RS.ge-ს რეესტრისთვის — მობილური და სამუშაოს ტიპი; უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის — მოქალაქეობა, სქესი და დაბადების თარიღი;
- ატვირთული და ხელმოწერილი დოკუმენტების ასლები, სკანები, Google Drive / Google Sheets ასლები და AI ძიებისთვის შექმნილი ვექტორული ინდექსი;
- ბრუნვის მონაცემები; არჩეული ტარიფი, გადახდის სტატუსი და ქვითრები. გადახდა ხდება ბარათით საქართველოს ბანკის გვერდზე — ბარათის მონაცემები AIsaqme-ში არ შედის და არ ინახება;
- თანამშრომლის IBAN — ხელფასის ფაილის შესაქმნელად;
- საბანკო ამონაწერის ოპერაციები: თარიღი, თანხა, ვალუტა, დანიშნულება, კონტრაგენტი და მისი ანგარიში — ბრუნვისა და ზღვრების გამოსათვლელად. ამონაწერი მუშავდება თქვენს ბრაუზერში; ორიგინალი ფაილი ჩვენს სერვერებზე არ ინახება;
- ნაღდი ხარჯის საბუთები, თუ მომხმარებელი ატვირთავს;
- AI კონსულტაციების შეკითხვები, საჭირო კონტექსტი და პასუხები;
- საკონტაქტო ფორმის მონაცემები: სახელი, ელფოსტა, თემა და შეტყობინება; ბუღალტრის მოლოდინის სია: სახელი, ელფოსტა და კომპანიების რაოდენობა;
- ტექნიკური მონაცემები: IP მისამართი, ბრაუზერისა და მოწყობილობის ტიპი, ავტორიზაციისა და სესიის მეტამონაცემები.
3. დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები (მუხლი 5)
- ხელშეკრულების შესრულება: ანგარიშის მართვა, დოკუმენტების დამუშავება და სტანდარტიზაცია, AI ფუნქციები, დაქირავებულ პირთა რეესტრის წარმოება RS.ge-ზე მომხმარებლის დავალებით, გადასახადებისა და სხვა ვადების შეხსენებები;
- კანონით დაკისრებული ვალდებულება: ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვა, უფლებამოსილი ორგანოს კანონიერი მოთხოვნა;
- ლეგიტიმური ინტერესი: პლატფორმის უსაფრთხოება, ლოგირება, ბოროტად გამოყენების პრევენცია, საკონტაქტო ფორმით მიღებულ შეტყობინებაზე პასუხი;
- თანხმობა: მხოლოდ იქ, სადაც სხვა საფუძველი არ არსებობს (მაგ. არააუცილებელი ქუქი-ფაილები, თუ მომავალში დაინერგება); თანხმობის გამოხმობა შესაძლებელია ნებისმიერ დროს.
4. მხარეთა როლები
- რეგისტრირებული მომხმარებლების მონაცემებზე AIsaqme არის დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი;
- კლიენტი-კომპანიის მიერ ატვირთულ თანამშრომელთა მონაცემებსა და დოკუმენტებზე დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირია კლიენტი-კომპანია, AIsaqme კი — დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი (მომსახურების პირობების მე-7 სექცია);
- კლიენტი-კომპანია პასუხისმგებელია თანამშრომლების ინფორმირებასა და დამუშავების კანონიერ საფუძველზე და ეთანხმება მე-5 სექციაში ჩამოთვლილი ქვე-უფლებამოსილი პირების გამოყენებას.
5. მონაცემთა მიმღებები
- ტექნიკური მიმღებები: Lovable — ჰოსტინგი, მონაცემთა ბაზა, ელფოსტა, ავტორიზაცია და ფაილების საცავი; საქართველოს ბანკი — ბარათით გადახდა; Google — AI (Gemini) და Google Drive, თუ კლიენტი დააკავშირებს; n8n — ფაილების წაკითხვა და AI მრჩევლის სამუშაო ნაკადი; Telegram — შეხსენებები და მრჩევლის პასუხები, თუ Telegram-ს დააკავშირებთ (პირადი ნომერი, IBAN და პაროლი Telegram-ში არ იგზავნება); ავტომატიზაციისა და ვექტორული ძიების პროვაიდერები; OpenAI — შესაბამისი AI ფუნქციებისთვის;
- შემოსავლების სამსახური: eapi.rs.ge — დაქირავებულ პირთა რეესტრის მოქმედებები მხოლოდ მომხმარებლის დავალებით; xdata.rs.ge — კონტრაგენტის საჯარო ინფორმაცია. სახელმწიფო ორგანოები — მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
- თანამშრომლები, დოკუმენტები და ატვირთული ფაილები ინახება AIsaqme-ს მონაცემთა ბაზასა და დაცულ საცავში (Lovable Cloud). თუ Google Drive-ს დააკავშირებთ, AIsaqme თქვენს Drive-ში ქმნის საქაღალდეს, თანამშრომლების ცხრილს და დოკუმენტების ასლებს. AIsaqme-ს წვდომა აქვს მხოლოდ ამ ფაილებზე. გათიშვა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს — ფაილები თქვენს Drive-ში რჩება. თანამშრომლის IBAN Google-ის ცხრილში არ იწერება;
- ატვირთული Excel ან Word ფაილი წასაკითხად დროებით მუშავდება და წაკითხვისთანავე იშლება;
- თანამშრომლის IBAN-ები და საბანკო ოპერაციები არ გადაიცემა ავტომატიზაციის გარე სერვისებში ან AI მრჩეველთან. ბანკისთვის შექმნილ ხელფასის ფაილს მომხმარებელი თავად ჩამოტვირთავს და წარადგენს;
- მონაცემებს არ ვყიდით და სარეკლამო მიზნით არ გადავცემთ.
6. მონაცემთა გადაცემა სხვა სახელმწიფოში
ზოგიერთი პროვაიდერი მონაცემებს ამუშავებს ევროკავშირში / ევროპის ეკონომიკურ სივრცესა და აშშ-ში. გადაცემა ხდება მხოლოდ კანონით დადგენილი საფუძვლით: ქვეყანაში, რომელიც ზედამხედველი ორგანოს შეფასებით მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიებს უზრუნველყოფს, ხოლო სხვა შემთხვევაში — კანონით გათვალისწინებული გარანტიებით (მაგ. პროვაიდერთან დადებული მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულება / სტანდარტული სახელშეკრულებო პირობები; სადაც კანონი ამას მოითხოვს — ზედამხედველი ორგანოს ნებართვით ან მონაცემთა სუბიექტის თანხმობით).
7. შენახვის ვადები (მუხლი 4)
- ანგარიშისა და თანამშრომელთა მონაცემები — ანგარიშის მოქმედების პერიოდში;
- RS.ge-ს ავტორიზაციის მონაცემები და ტოკენები — კავშირის გათიშვამდე; გათიშვისას შენახული მონაცემები იშლება;
- დოკუმენტები, ხელმოწერილი ასლები და სკანები — ანგარიშის მოქმედების პერიოდში;
- საბანკო ოპერაციები — მომხმარებლის მიერ „ყველა საბანკო მონაცემის წაშლამდე“ ან ანგარიშის მოქმედების პერიოდში; თანამშრომლის IBAN — პროფილიდან წაშლამდე ან ანგარიშის მოქმედების პერიოდში. „ყველა საბანკო მონაცემის წაშლა“ თანამშრომელთა პროფილებში შენახულ IBAN-ებს არ შლის;
- წაშლილი თანამშრომელი და დოკუმენტი 30 დღე ინახება აღდგენისთვის, შემდეგ საბოლოოდ იშლება. მონაცემთა ბაზის სარეზერვო ასლები ინახება დაახლოებით 14 დღე;
- ანგარიშის დახურვის მოთხოვნისას — წაშლა ძირითადი ბაზიდან 30 კალენდარულ დღეში, სარეზერვო ასლებიდან — 90 დღეში;
- ფინანსური და საგადასახადო დოკუმენტაცია — საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადით;
- ტექნიკური და უსაფრთხოების ლოგები, საკონტაქტო ფორმის შეტყობინებები — არაუმეტეს 12 თვისა.
ეს ვადები განსაზღვრავს ანგარიშის დახურვის მოთხოვნის დამუშავების წესს; ავტომატური ანგარიშის დახურვა ამ ეტაპზე არ არის ჩართული.
8. მონაცემთა სუბიექტის უფლებები (მუხლები 13–14)
- ინფორმაციის მიღება; მონაცემების გაცნობა და ასლის მიღება; გასწორება, განახლება და შევსება; დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება; დაბლოკვა; მონაცემთა გადატანა; თანხმობის გამოხმობა; უფლება, არ დაექვემდებაროს მხოლოდ ავტომატიზებულ დამუშავებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას;
- მომართვა: info@aisaqme.io ან საკონტაქტო ფორმა (/contact); შესაძლოა მოგთხოვოთ ვინაობის დადასტურება;
- პასუხის ვადა — მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა; განსაკუთრებულ შემთხვევაში ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მომთხოვნს ეცნობება;
- თუ მოთხოვნა ეხება კლიენტი-კომპანიის თანამშრომლის მონაცემებს, AIsaqme მას დაუყოვნებლივ გადაუგზავნის შესაბამის კომპანიას (დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს) და დაეხმარება პასუხის მომზადებაში.
საკონტაქტო ფორმა9. გასაჩივრების უფლება
მონაცემთა სუბიექტს შეუძლია მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს (sao.ge), რომელიც 2026 წლის 2 მარტიდან ახორციელებს გაუქმებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციებს, ან სასამართლოს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური10. უსაფრთხოება და ინციდენტები
- დაშიფვრა გადაცემისას (TLS) და შენახვისას (AES-256, ინფრასტრუქტურის პროვაიდერის მხრიდან); ბაზაში კომპანიების მონაცემები ერთმანეთისგან იზოლირებულია წვდომის წესებით (RLS); როლებზე დაფუძნებული წვდომა; საიდუმლო გასაღებები და OAuth ტოკენები ხელმისაწვდომია მხოლოდ სერვერული ნაწილისთვის.
- ინციდენტის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 72 საათისა შეტყობინება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს (სადაც კანონი ამას მოითხოვს); მაღალი რისკის შემთხვევაში — დაუყოვნებლივ ეცნობება მონაცემთა სუბიექტებსა და შესაბამის კლიენტ-კომპანიას.
11. ქუქი-ფაილები
ვიყენებთ მხოლოდ აუცილებელ ქუქი-ფაილებსა და ბრაუზერის ლოკალურ მეხსიერებას (ავტორიზაციის სესია, ინტერფეისის პარამეტრები). ანალიტიკურ და სარეკლამო ქუქი-ფაილებს არ ვიყენებთ; დანერგვის შემთხვევაში — მხოლოდ წინასწარი თანხმობით.
12. ასაკობრივი შეზღუდვა
სერვისი განკუთვნილია მხოლოდ 18 წლის და უფროსი ასაკის პირებისთვის.
13. ხელოვნური ინტელექტი და Google API
- AI კონსულტაციისას გადაეცემა შეკითხვა და საჭირო კონტექსტი. AI მრჩეველი პასუხისთვის იყენებს კომპანიის ციფრებს: შემოსავალს, ხარჯს, ხელფასის ჯამებს, ვადებს და დოკუმენტების სიას. თანამშრომლების სახელები, პირადი ნომრები და საკონტაქტო მონაცემები AI სერვისს არ ეგზავნება — მათ ნაცვლად გამოიყენება კოდები. სკანირებული დოკუმენტი AI სერვისს ეგზავნება მხოლოდ თქვენი თანხმობით. დოკუმენტების დამუშავებისას შესაძლოა გადაეცეს დოკუმენტის ტექსტი ან ცხრილის მონაცემები; გარე დამუშავების პროცესში ნიმუშების შენიღბვა და ორიგინალთან ავტომატური შემოწმება ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის;
- სისტემა არ იღებს მხოლოდ ავტომატიზებულ დამუშავებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც სამართლებრივი შედეგი აქვს — შედეგს ამოწმებს და იყენებს მომხმარებელი;
- AI პროვაიდერების მონაცემთა გამოყენების პირობები დამოკიდებულია შესაბამის API-სა და მომსახურების შეთანხმებაზე; ყველა გარე პროვაიდერისთვის მოდელის სწავლების გამორიცხვა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის;
- Google API-ებით მიღებული მონაცემები არ გამოიყენება ზოგადი AI მოდელების შესაქმნელად, გასაწვრთნელად ან გასაუმჯობესებლად;
- Google API Limited Use:
„AIsaqme-ს მიერ Google API-ებიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენება და ნებისმიერი სხვა აპლიკაციისთვის გადაცემა შეესაბამება Google API Services User Data Policy-ს, მათ შორის Limited Use მოთხოვნებს.“
"AIsaqme's use and transfer to any other app of information received from Google APIs will adhere to the Google API Services User Data Policy, including the Limited Use requirements."
Google API Services User Data Policy14. პოლიტიკის ცვლილება
არსებითი ცვლილებისას რეგისტრირებულ მომხმარებლებს წინასწარ ვაცნობებთ ელფოსტით.
ბოლო განახლება: 07.11.2026